საუბრები ნაპოლეონზე
საუბრები ნაპოლეონზე
Alexander Mikaberidze and Nika Khoperia
პოდკასტი ნაპოლეონზე და რევოლუციურ ეპოქაზე
ნაწილი 86: ეჰ რიდლი, რიდლი....
დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით ახალი ჩანაწერით, რისი მიზეზიც სერ რიდლი სკოტის ახალი მხატვრული ფილმი, "ნაპოლეონია." დიდი იმედები გვქონდა რომ სერ რიდლი ჯეროვნა წარმოაჩენდა ნაპოლეონის ეპოქას, მაგრამ სამწუხაროდ ფილმი საკმაოდ მოიკოჭლებს...
Nov 27, 2023
51 min
ნაწილი 85: შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი - ნაწილი 4
ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ბარონ ვინსენთან ქალაქ ერფურტში 1808 წელს. ნაპოლეონსა და ავსტრიელი ელჩს შორის დგას ტალეირანი, ხოლო რუსეთის მეფე ალექსანდრე ნახატის მარჯვენა მხარეს არის გამოსახული. (ნიკოლას კოსეს ნახატი)   დღეს ვსაუბრობთ ტალეირანის და ნაპოლეონის ურთიერთობაზე 1807-1809 წლების გარდამტეხ პერიოდში როდესაც ტალეირანმა თანდათანობით დაუპირისპირდა იმპერატორს.
Jun 9, 2022
45 min
ნაწილი 84: ნაპოლეონის ანდერძი, 1821 წ.
დღეს ნაპოლეონის გარდაცვალების 201-ე წლისთავია, ამიტომ გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონის ანდერძის თაობაზე.
May 5, 2022
37 min
ნაწილი 83: უკანასკნელი ბრძოლა -წმ. ელენეს კუნძული, 1815-1821 წწ.
"ნაპოლეონის გარდაცვალება" (ბარონ შარლ სტობენის ნახატი)   დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს, წმ. ელენეს კუნძულზე გატარებულ წლებს.
Apr 18, 2022
48 min
ნაწილი 82: გზა წმ. ელენესკენ
ნაპოლეონი ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" 1815 წელს (უილიამ ორცარდსონის ნახატი)   ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „საუბრები ნაპოლეონზე" ბრუნდება ახალი ეპიზოდით, რომელშიც ჩვენ ვისაუბრეთ ვატერლოოს ბრძოლაში მარცხის შემდეგ იმპერატორის განწყობასა და მომავლის ხედვაზე, საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე; შევეხეთ ნაპოლეონის გადადგომის გარემოებებს, მისი საფრანგეთიდან ამერიკაში უსაფრთხოდ გაყვანის გეგმებს, მიმოწერას ინგლისის პრინც-რეგენტთან, ტყვეობას ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" და ბოლოს, ნაპოლეონის მეორედ, ამჯერად, წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაზე.
Nov 16, 2021
50 min
ნაწილი 81: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 2
ნაპოლეონი ვატერლოოსთან ბრძოლის დროს (იპოლიტ ბელანჟეს ნახატი)
Apr 30, 2021
1 hr 1 min
ნაწილი 80: ვატერლოოს კამპანია, ნაწილი 1
ნაპოლეონი (ერნესტ კროფტის ნახატი, 1888 წ.)   დღეს დავიწყეთ ნაპოლეონის უკანასკნელი კამპანიის მიმოხილვა, ვისაუბრეთ ნაპოლეონის და მისი მოტოქეების ჯარების ზოგად განლაგებაზე და გეგმებზე.
Jan 13, 2021
43 min
ნაწილი 79: "ასი დღე," 1815 წლის მარტი-ივლისი
ფრანგული კარიკატურა რომელიც ადარებს ნაპლეონს მეფე ლუდოვიკო XVIII-ს   დღეს მიმოვიხილავთ ნაპოლეონის მეორე მმართველობის პერიოდს, რომელიც გაგრძელდა 110 დღეს, 1815 წლის 20 მარტიდან 8 ივლისამდე.
Dec 15, 2020
47 min
ნაწილი 78: უელინგტონის ტრიუმფი, ნაწილი 2
ართურ უელსლი, უელინგტონის ჰერცოგი (თომას ლოურენსის ნახატი)   პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ომების ბრიტანელ მხედართმთავარზე, სერ ართურ უელესლიზე, უელინგტონის ჰერცოგზე. ძირითადი თემა არის ნახევარკუნძულის ომი (Peninsular War), რომელიც 1808-დან 1814 წლამდე გაგრძელდა. განვიხილავთ უელინგტონის მოღვაწეობას პორტუგალიასა და ესპანეთში, მის ბრძოლას ნაპოლეონის მარშლებთან და ინგლისელების შეჭრას საფრანგეთში 1814 წელს, როდესაც მოკავშირეებმა აიძულეს ნაპოლეონი, გადამდგარიყო ტახტიდან.
Nov 10, 2020
59 min
ნაწილი 77:”რკინის ჰერცოგი,” ართურ უელესლი, ნაწილი 1
26 წლის ართურ უელესლი ბრიტანული ჯარის ლეიტენანტ პოლკოვნიკის ფორმაში (ჯონ ჰოფნერის ნახატი) დღევანდელი პოდკასტი წარმოადგენს პირველ ნაწილს ჩვენი საუბრისა სერ ართურ უელსლიზე, მომავალ უელინგტონის ჰერცოგზე.უელესლი იყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი რომელმაც დიდი ღვაწლი შეიტანა ნაპოლეონის დამარცხებაში. ცნობილი თავისი უმკაცრესი გამომეტყველებით და გესლიანი ხასიათით - თანამედროვეევი აღნიშნავდნენ რომ  ზრდასრულ კაცებს ტირილამდე მიიყვანდა ხოლმე - უელსლი კონტრასტული ადამიანი იყო. ერთის მხრივ მოკრძალებული გემოვნების და მოთხოვნების კაცი, რომელიც, ამავე დროს, ცნობილი იყო თავისი სექსუალური მადით; ბასრი გონების პატრონი, რომელიც ინტელექტუალური ქედმაღლობით იყო ცნობილი; მას გააჩნდა მოვალეობის განსაკუთრებული გრძნობა მაგრამ ამავე დროს უსამართლოდ მოპჯყრობა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის დაბრალებაც სჩვეოდა. მის არწივისებურ ცხვირთან ერთად, ის გამოირჩეოდა უჩვეულო სიცილით, ზოგს რომ ცხენის ჭიხვინს აგონებდა. მაგრამ რაც მთავარია უელინგტონს გააჩნდა დიდი სამხედრო და პოლიტიკური ნიჭი რაც მან არაერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში.  ჯარისკაცების მიმართ უელსლი იყო მკაცრი და მომთხოვნი მაგრამ „ბებერი ცხვირა“ (Old Nosey), როგორც მას უწოდებდნენ ჯარში, ასევე სარგებლობდა დიდი ნდომით და მხარდაჭერით რამაც ხელი შეუწყო მას სამხედრო ველზე გამარჯვებების მოპოვებაში.
Sep 10, 2020
1 hr
Load more