De Re Publica
De Re Publica
Studia Georgica
De re publica სტუდია გეორგიკას პოდკსატია, რომლის მიზანია სამოქალაქო ნაციონალიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის, თანამედროვე ისტორიის, კულტურული იდენტობისა და ქართული სახელმწიფოებრივი აზრის განვითარების დინამიკის შესწავლა-ორგანიზება-გავრცელება. კვირაში ერთხელ საკითხის ექსპერტ მკვლევარებთან ერთად განვიხილავთ ქართული სახელმწიფოს ფორმირებას და შევეცდებით, შევქმნათ რესპუბლიკის 3 წლიანი ისტორიის სრული სურათი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვიმედოვნებთ, რომ ქართული სახელმწიფოს იდეის ჩამოყალიბების მთლიან პერიოდს მოვიცვათ.
ბონუსი 4 - თაკოსთან და ნატასთან ერთად
საახალწლო ბონუს ეპიზოდში ჩვენი კვლევითი ჯგუფის ორ მოხალისესთან, ნატა გოგიტიძესა და თაკო ინასარიძესთან ერთად, ვსაუბრობთ საქმის მოხალისეობრივად კეთების ავან-ჩავანზე, პოდკასტის იდენტობასა და დანიშნულებაზე, 2022 წლის გამოწვევებსა და სამომავლო, 2023 წლის, გეგმებზე. ბედნიერი შობა-ახალი წელი და უღრმესი მადლობა, რომ გვისმენთ!
Dec 31, 2022
55 min
15 - საშუალო განათლება
ვსაუბრობთ დამფუძნებელი კრების წევრთა საშუალო განათლებაზე - სად სწავლობდნენ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ქართველები, რომელ ქალაქებში ვხვდებით სასულიერო სასწავლებლებსა თუ გიმნაზიებს.  გიყვებით ნინველებსა და ჭაბუკებზე
Nov 17, 2022
28 min
14 - დამფუძნებელი კრების გახსნა
ვსაუბრობთ დამფუძნებელი კრებაზე - როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები საქართველოში, ვინ აირჩია ქართველმა ხალხმა 103 წლის წინ, როგორ გაიხსნა დამფუძნებელი კრება, რა იყო უხუცესი წევრის, სილიბისტრო ჯიბლაძის იმედი დამოუკიდებელი საქართველოსთვის და როგორ შეიცვალა ეს საბჭოთა კავშირის გამო - კრების ყველაზე ახალგარზდა წევრის, გოგიტას ფაღავას მაგალითზე    ახლადარჩეული დამფუძნებელი კრების პირველი საჯარო სხდომის გახსნის თარიღი 12 მარტი საგანგებოდ შეირჩა: 1917 წლის 12 მარტს საქართველო გახდა საკუთარი თავის პატრონი - 12 მარტს დაინგრა რუსეთის იმპერია. ვიწყებთ ეპიზოდების სერიას, რომელთა მთავარი ფოკუსი პოლიტიკური თუ კულტურული აქტორები იქნებია - პერსონალური კავშირებითა და ისტორიებით
Nov 3, 2022
34 min
ბონუს ეპიზოდი #3
ბონუსი ახალ ეპიზოდებსა და მომავალ გეგმებზე 
Oct 27, 2022
41 min
13 - ტოლერანტობა და სეკულარიზმი
ჩვენს სტუმართან, ბექა მინდიაშვილთან ერთად ვსაუბრობთ ტოლერანტობასა და კლასიკურ ლიბერალიზმზე. რას ნიშნავს სეკულარიზმი, როგორ იმიჯნება ეკლესიისა და სახელმწიფოს როლი. რა მიმართება აირჩიეს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკოსებმა. როგორ მიიღო ეროვნული იდეები მართლმადიდებელმა ეკლესიამ.    ტრადიციულად, ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე და ვეხებით თანამედროვე საქართველოს გამოწვევებს.
Jun 24, 2022
37 min
12 - გურიის რესპუბლიკა
ამ ეპიზოდში პირველად სტუმრის გარეშე ვისაუბრებთ გურიის რესპუბლიკაზე.   მეოცე საუკუნის დასაწყისში გურული ხალხის რუსული იმპერიისგან გათავისუფლების მცირე პერიოდი საზოგადოებისთვის უცნობი არ არის, მაგრამ იშვიათია ამ პროცესების თვითორგანიზებისა და თვითინიციატივის კონტექსტში განხილვა. ამ ეპიზოდში ვეცდებით ირაკლი ხვადაგიანთან ერთად დაწყებული საუბარი გავაგრძელოთ და უკვე პოლიტიკურ თვითორგანიზებაზე ვისაუბროთ. რატომ მაინცდამაინც გურია, რა სურდათ გურულ გლეხებს და როგორ მისცა ამ მხარემ სოციალიზმს ქართული ელფერი.
Jun 3, 2022
41 min
11 - თვითორგანიზების კულტურა
ირაკლი ხვადაგიანთან ერთად ვსაუბრობთ თვითორგანიზების კულტურაზე. სამოქალაქო ნაციონალიზმის შექმნის პარალელურად, როგორ ვითარდება საქართველოში ურთიერთდახმარების კულტურა. რას ნიშნავდა დრომოჭმული ტრადიცია, როგორ და რატომ ებრძოდნენ მას?  რა იყო ეკლესიის როლი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორ განსაზღვრა ავტოკეფალიის არ არსებობამ თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტობა.  ტრადიციულად, ვეხებით თანამედროვეობას და, ბუნებრივია გვიწევს საბჭოთა მემკვიდრეობაზე, შეჩერებულ პროგრესსზე საუბარი. 
May 20, 2022
47 min
ბონუს ეპიზოდი #2
მოწვეული სტუმარი: ნიკო ნერგაძე
May 13, 2022
51 min
10 - ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი მეორე
ვაგრძელებთ საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე საუბარს დავით ზედელაშვილთან ერთად. ვსაუბრობთ, თუ რამდენად ახერხებდნენ პოლიტიკოსები ქვეყნის ინტერესების იდეოლოგიური ჩარჩოს ცვლილებას, როგორი პოლიტიკოსი იყო ნოე ჟორდანია და რა მისწრაფებებით იქმნებოდა ქართული სამართლებრივი სისტემა. რა როლი აქვს კონსტიტუციას - სტაბილურობისა და მუდმივობის კონტექსტში. ტრადიციულად, განვიხილავთ პირველ რესპუბლიკას, მაგრამ ამავე დროს ვეხებით თანამედროვეობას. იზიარებს თუ არა ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია გამოცდილებას, რატომ დაიკარგნენ კანონშემოქმედები თარგმანში და ეს უკანასკნელი რა შესაძლებლობას აძლევს იურისტს.  კონსტიტუცია პრაქტიკაში: რატომ არის სამართლებრივი დოკუმენტისთვის აღსრულების ნაწილი მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტში რა ხდება დღეს. რას გვეუბნება ჩვენი სასამართლო და მოსამართლეები პოლიტიკის მართვის სისტემაზე - რა სახელმწიფოებრივი წყობა გვაქვს და როგორ გვესახება მისი განვითარების გზა
May 6, 2022
47 min
9 - ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი პირველი
იდენტობათა ციკლს დავით ზედელაშვილთან ერთად კონსტიტუციაზე საუბრით ვასრულებთ.   როგორი სამართლებრივი მემკვიდრეობა გვერგო 1918 წლისთვის - რა დაპირისპირება არსებობდა ერ სახელმწიფოსა და იმპერიას შორის, რა სპეციფიკა ახასიათებდა ამ შეპირისპირებას რუსულ იმპერიალიზმში.    შეგვიძლია ქართულ კონსტიტუციაში ქართული იდენტობის ამოკითხვა, 'დამფუძნებელი მამები' როგორ ათავსებდნენ იდეოლოგიასა და ეროვნულობას, ამ მიმართებებს როგორ აღიქვამს თანამედროვე ადამიანი და საბოლოოდ - კონსტიტუციით, როგორ განისაზღვრა წარმოსახვითი საზოგადოება სამოქალაქო ნაციონალიზმის კონტექსტში.
Apr 29, 2022
46 min
Load more