
ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვილაპარაკეთ. როგორი იქნებოდა სამყარო ფუტკრებივით რომ ვცხოვრობდეთ. ქენსელ ქალჩერსაც შევეხეთ, ოღონდ ძაან ღრმადაც არა, ასე 20 წუთი ვილაპარაკეთ მხოლოდ 😀ა, ჰო და მგონი ცოტა სექსზეც წამოგვცდა რაღაცები.
საუნტრეკის ავტორი - ზურა ჯავახია ❤️
Jun 19, 2020
48 min

კორონა ვირუსი ცოტა გადაგვავიწყდა და ამიტომ ვიხსენებთ, მერე კი ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ და მატრაკვეცა ადამიანებს გჯაჯავთ, გტუქსავთ და ჭკუას გარიგებთ!
Jun 2, 2020
51 min

ახალ იმპროვ ეპიზოდს ზურა ჯავახიას მიერ დაწერილი საუნდტრეკით ვხვდებით ❤️ამ ეპიზოდში ორ გადაცემას მოისმენთ:
1. რადიოსადგური "მარტოობა" წარმოგიდგენთ გადაცემას "ენით დაკოდილი". სტუმრები: ყველაზე უნიჭო არველაძე - კოკა, ყველა უბედურების თავი - დავითა და პირველი ქართველი კილერი ქალი!
2. გადაცემა "მტკვარი ჩვენი არსობისა" - სკანდალური ინფორმაცია! საქართველოს კიდევ ერთი საგარეო (ან საიქიო) ვალი ჰქონია! ჩვენი გადაცემის სტუმრები, მდინარე სტიქსის ოფიციალური წარმომადგენელი, ქართველი დედა ლეილა ლონდა ნათია ნანი და მებადური შემოგვთავაზებენ პრობლემის გადაჭრის თავისეულ ვარიანტს!
May 15, 2020
59 min

სანამ ნაინოს ლობიო იწვის ჩვენ ტანგოს, ქართული სუფრისა დ ტურიზმის გადარჩენის იდეები წამოვაყენეთ. ასევე მოისმინეთ როგორ გაახსენდა ნაინოს გაზზე შემდგარი ლობიო და გადარჩა თუ არა. აქვე 4ჯერადი მიმართვა/მოწოდება ზურა ჯავახიას და სად შოულობს ნიკა გვარამია კურდღლის ხორცს.
ეპიზოდის ქავერად წარმოდგენილია ნაინოს მიმწვარი ლობიო :D
May 8, 2020
1 hr 8 min

პირველი ეპიზოდის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და გადავწყვიტეთ ვითარებას გადავხედოთ. ვაფასებთ სიტუაციას ოკეანისა და შავი ზღვის გაღმა-გამოღმა. სად უკეთესია კარანტინის პირობები, ვისი მთავრობა იქცევა უკეთ და ვის დაუცდა ფეხი ბანანის ქერქზე? ვიჩხუბეთ, ვიბრაზეთ, ვიცინეთ და ბეზოსის ფულებიც დავთვალეთ.
Apr 24, 2020
1 hr 32 min

ამ ეპიზოდში გადავწყვიტეთ improv იუმორი გვეცადა. თავიდან სარეპეტიციოდ ჩავიწერეთ, მერე მოგვეწონა :D ჰოდა, გიზიარებთ. გაიგეთ რა როლი აქვს ტალახს ქართულ კულინარიაში და რომელი ახალი ტრადიციები დომინირებს ჩვენს კულტურაში,
Apr 15, 2020
47 min

გიზიარებთ კარანტინში გართობისა და დროის გაყვანის მეთოდებს.
Apr 4, 2020
56 min

